მიუნხენის კონფერენცია უკრაინის პრეზიდენტმა გახსნა

17 თებ 2023

რუსული აგრესიისგან საბოლოოდ გათავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და არც იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ესწრება.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და რუსული სარაკეტო დარტყმებისგან საკუთარი მოქალაქეების დაცვა შეუძლია.