განზრახ მკვლელობის მცდელობა

03 თებ 2017

კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.  ამჯერად პროკურატურა ახალგაზრდა მამაკაცს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გასული წლის აგვისტოში, თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ჯგუფური ჩხუბის დროს ერთ-ერთი პიროვნება დაიჭრა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, დანაშაული სხვამ ჩაიდინა, რომელიც აღიარებდა დანაშაულს, თუმცა გამოძიება არ ცვლის თავდაპირველ ვერსიას. პროკურატურა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.