ლექცია-სემინარი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს თანამშრომლებისთვის

18 თებ 2023

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებისათვის ლექცია-სემინარი იმართება.  

პოლიტიკა, საზოგადოება და მედია - აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებისთვის ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ქეთრინ ჩავინი საუბრობს. 

ასევე ისაუბრეს თანამედროვე მედიის მოწყობასა და მის მნიშვნელობაზე. 

ლექცია-სემინარი დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. ხვალინდელი სემინარის თემა კი არჩევნები და მედიაა.