თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 ათასს გადააჭარბა

19 თებ 2023

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად განადგურებულ ქალაქებში უკვე მე-14 დღეა გრძელდება სამაშველო ოპერაცია. 296 საათის შემდეგ, ჰატაიში მაშველებმა ცოლ-ქმარი და ბავშვი გადაარჩინეს.

ბოლო მონაცემებით დაღუპულია 46 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 6 ათასამდე გარდაცვლილია სირიაში.

მიწისძვრის შედეგად თურქეთში 264 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი განადგურდა, ამ დრომდე რჩებიან ადამიანები ნანგრევების ქვეშ და მაშველები იმედოვნებენ, მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ არის შანსი ადამიანები ცოცხლად გამოიყვანონ.