29 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება

20 თებ 2023

29 აპრილს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები  ჩატარდება. 

ამომრჩევლები აირჩევენ:  პარლამენტში ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს,  გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს,  ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.  არჩევნებისთვის 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება.