20 თებ 2023
ამ წუთებში ზუგდიდის სასამართლოში საქართველოს ბანკის თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი იწყება. იგი სასამართლო დარბაზში უკვე მიიყვანეს. დღევანდელ პროცესზე მძევლების გამოკითხვა იგეგმება.
დღევანდელი სხდომა ითვალისწინებს მხოლოდ ძველ ბრალდებებზე მსჯელობას - საუბარია ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებაზე.
ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებისთვის დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წაუყენეს. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.