თურქეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 თებ 2023

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა 20:04 საათზე, ჰატაის დეფნეს რაიონში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები მიმდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე წუთიანი ინტერვალით კი, 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 20:07 საათზე ჰატაის სამანდაღის რაიონში დაფიქსირდა.