„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო რეიტინგში იტალიას გადაუსწრეს

21 თებ 2023

მსოფლიო რაგბის რეიტინგში ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას გადაასწრო და მე-12 ადგილზე დამკვიდრდა.

ბორჯღალოსნების წინსვლა ტორელავეგაში მოპოვებულმა გამარჯვებამ განაპირობა.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთი 41:3 დაამარცხეს და კლასიფიკაციაში 0.75 ქულა დაემატათ, რაც დაწინაურებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.