ავსტრალიელმა მაშველებმა ოკეანეში ძმები გადაარჩინეს

21 თებ 2023

ავსტრალიის  ქვინსლენდის შტატის სამხრეთით  ფრეიზერის  კუნძულის სანაპიროსთან საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენის ეკიპაჟმა ოკეანეში ორი ძმა  მას შემდეგ გადაარჩინა,  რაც ძლიერმა ტალღებმა   ნავი გადაბრუნა და წყალში  4 საათი გაატარეს.  

კადრებზე  ჩანს თუ როგორ ამოჰყავს მაშველს ჯერ ერთი ძმა და შემდეგ მეორე. 20 წელს გადაცილებული ძმები  ოკეანეში სათევზაოდ შევიდნენ.