დაკავება ხულიგნობის ბრალდებით

03 თებ 2017

დაკავებული ახალგაზრდები და ურთიერთსაპირისპირო ბრალდებები – პროკურატურა 7 ახალგაზრდას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავება, ბრალდებულების მშობლები კი პოლიციას ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. საქმის განხილვა, მოწმეების დაკითხვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ განახლდება.