რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - უკრაინული მედია

21 თებ 2023

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით,  სულ 20-მდე აფეთქების ხმა იყო. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონი რუსული ძალებისგან გასული წლის ნოებერში გაათავისუფლეს.