ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის სპორტსმენების წარმატება ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე

21 თებ 2023

ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კიკბოქსინგში იუნიორთა შორის, წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის სპორტსმენებმა. ვაჟა თურმანიძის და ნინო კოპაძის შეგირდებმა სამოყვარულო ბრძოლებში ექვსი - სამი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ ნიკა ჯინჭარაძე, ნინი კორძაია და საბა წითელაძე, ვიცე-ჩემპიონის ტიტულს კი ალექსანდრე გობაძე, დათა აბულაძე და ბექა ხოზრევანიძე დაეუფლნენ. პროფესიონალურ ორთაბრძოლებში აკადემიის ექვსმა მებრძოლმა: ნიკა მგელაძემ, ნიკა სარჯველაძემ, სანდრო მგელაძემ, მათე დიმიტრაძემ, დემეტრე მოდებაძემ და ლიზი ჯაიანმა საჩემპიონო ქამრები მოიპოვეს. 26 თებერვალს ბათუმელი მებრძოლები მასპინძელთა მიწვევით მატჩ-რევანშზე ისევ მიემგზავრებიან ერევანში. 5 მარტს კი უკვე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელსაც ლატვია უმასპინძლებს. ერევნის საერთაშორისო ტურნირი K-1-ის წესებით ჩატარდა.