03 თებ 2017
სურსათის ეროვნული სააგენტო რძის ნაწარმის ეტიკეტირებაზე კონტროლს ამკაცრებს. ყურადღება გამახვილდება ყველის შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციაზე. თუმცა, სიახლე მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აგრარულ ბაზარს შეეხება. კონტროლი არ ვრცელდება გარემოვაჭრეებზე.