მოკრივეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

22 თებ 2023

სოფიაში მიმდინარე მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლაშა გურულმა, რომელმაც მეთექვსმეტედფინალში ავსტრალიელი ჰარი გარსაიდი დაამარცხა.

ოთხმა მსაჯმა გამარჯვებულად ქართველი მოკრივე გამოაცხადა, მათ შორის ორმა – სამივე რაუნდში.

სოფიაში 24 თებერვლამდე წინასწარი ბრძოლები იქნება, 25 თებერვალს – ნახევარფინალები, ფინალები კი 26 თებერვალს გაიმართება.

A კატეგორიის ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობითაა. გუნდი სოფიის შეჯიბრებით იწყებს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპული თამაშებისთვის.