ძლიერი ზეწოლის მიუხედავად ფრონტის ხაზი უცვლელია - ზელენსკი

22 თებ 2023

აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე  ოკუპანტების მუდმივი თავდასხმების ძლიერი  ზეწოლის მიუხედავად, უკრაინული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. მისი თქმით,   რუსული ძალები განიცდიან "კოლოსალურ ზარალს" დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მუდმივი თავდასხმების დროს.      

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს უკრაინას მხარდაჭერას  დაჰპირდა, პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც  კიევის ომში გასამარჯვებლად ძალისხმევის ფარგლებში მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.