ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

23 თებ 2023

ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:37 წუთზე, 10 კილომეტრის სიღრმეში, ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე კაშგარისა და არტუქსის რეგიონებში მოხდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.