იუნკერთა ხსოვნის დღე

23 თებ 2023

დღეს იუნკერთა ხსენების დღეა. საქართველოში 1921 წლის თებერვლის მოვლენებს იხსენებენ. როდესაც სამხედრო სასწავლებლის იუნკერები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. 

საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში მიმდინარეობდა.

მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.  პარლამენტში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.