გენდერული თანასწორობა - შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

25 თებ 2023

„როგორ დავამსხვრიოთ გენდერული სტერეოტიპები“ და „როგორ აღმოვფხვრათ ძალადობა“ - თემებზე მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის #1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა.

საკითხებთან დაკავშირებით ხელვაჩაურის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს.