საპასუხო განცხადება

04 თებ 2017

გიორგი გიუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.   უწყება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, უკანონოს უწოდებს. როგორც სუს-ში აცხადებენ, ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები", არის გამოგონილი. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად “,- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.