თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

25 თებ 2023

თურქეთში ნიღდეს პროვინციაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, ეპიცენტრი პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით დაშავებულები არ არიან.

ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 50 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება.