ნორვეგიის საგარეო უწყება „ხალხის ძალის“ კანონპროექტს აკრიტიკებს

25 თებ 2023

ნორვეგია შეშფოთებულია ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ის ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.