ოკუპაციასთან ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი თავისუფლებაა - პრეზიდენტი

26 თებ 2023

თავისუფლებისთვის ბრძოლა იწყება სულიერი თავისუფლებით და თავისუფალი ნების გამოხატვით - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამოფენაზე.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის მიზანია  25 თებერვლის ტრაგიკული დღე  წარმოაჩინოს როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.