ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი სირიაში ჩავიდა

26 თებ 2023

სირიაში, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირის ჰუმანიტარული ტვირთით სავსე თვითმფრინავი დაეშვა.

15 ქვეყნის შემოწირულობებს შორის იყო, კარვები, თავშესაფრების აღჭურვილობა და გამათბობლები. ევროკომისიის განცხადებით ეს არის დახმარების მხოლოდ ნაწილი.

ცნობისთვის, ადგილზე მიწისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩავიდა.