იტალიის სანაპიროებთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

27 თებ 2023

იტალიის სანაპიროსთან ხის ნავის კლდესთან შეჯახების შედეგად 59 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა.  დაღუპულებს შორის 12 ბავშვია. 

იტალიის სანაპირო დაცვამ 81 ადამიანი გადაარჩინა, მათგან  20 საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

მაშველების ვარაუდით, ნავზე 140-დან 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის ბრიგადები ზღვაში 30-მდე ადამიანს ეძებენ. ერთი გადარჩენილი მიგრანტების ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.

ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გავიდა, ავღანეთის, პაკისტანის, სომალისა და ირანის მოქალაქეები გადაჰყავდა.