საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

27 თებ 2023

ისტორიაში პირველად საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, რისთვისაც გუნდს ორი წლის მანძილზე ორი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოუხდა. საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2021-2022 წლების სეზონში ჩატარდა, 6 მატჩიდან 4 მოიგო და ოთხგუნდიან ჯგუფში ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ასევე 6 მატჩიდან 4-ში გაიმარჯვა და ესპანეთთან და იტალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტის გუნდურ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზებთ.