ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე

27 თებ 2023

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალექსანდრიის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე გახდა. 70 კგ-ში გიორგი ელბაქიძემ მესამე ადგილი დაიკავა. მის მსგავსად, ბრინჯაოს მედლებს ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) დაეუფლნენ. ალექსანდრიაში ორი დღის წინ დასრულდა შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც ჩვენი გუნდის წევრებმა სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტეში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.