ჰონგ-კონგში პირბადის ტარება 1-ელი მარტიდან სავალდებულო აღარ იქნება

28 თებ 2023

ჰონგ-კონგში პირველი მარტიდან გაუქმდება პირბადეების სავალდებულო ტარება. ბევრი მიესალმა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა  არიან ისეთებიც, რომლებიც  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებას მაინც აპირებენ.   

ჰონგ კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, სადაც  პირბადის სავალდებულო ტარება გაუქმდა.

ეს შეზღუდვა  ქვეყანაში 2020 წლიდან მოქმედებდა,  იმის მიუხედავად, რომ  გასულ წელს ჰონგ-კონგში მკაცრი კოვიდრეგულაციების  შესუსტება დაიწყო.