29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

28 თებ 2023

29 აპრილის არჩევნებამდე  60 დღით ადრე  შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.   

ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს დაიცვან წინასაარჩევნო აგიტაციის წესები.   

პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.