აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორიზმის შესახებ  

01 მარ 2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს.  ანგარიშის თანახმად, საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა.

“2021 წელს ტერორიზმის მხრივ ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო, 2021 წელს ტერორისტული ინციდენტები არ ყოფილა”, - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ 2022-26 წლებისთვის “ტერორიზმის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა” შეიმუშავა.