საბერძნეთში სარკინიგზო ავარიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

01 მარ 2023

საბერძნეთში სამგზავრო მატარებლის  სატვირთოსთან  შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი  36-მდე გაიზარდა. დაშავებულია 85 ადამიანი. მათგან  66 საავადმყოფოშია გადაყვანილი,  ექვსის მდგომარეობა მძიმეა. სარკინიგზო ავარია სამგზავრო მატარებლის გვირაბიდან გამოსვლის დროს მოხდა. 

შეჯახების შედეგად ვაგონები ლიანდაგიდან გადავარდა და ხანძარი გაჩნდა. 

მატარებელში 350 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 250 სალონიკში ავტობუსებით გადაიყვანეს.