ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

01 მარ 2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე  ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის სამიზნე  არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა.