დონეცკის „შახტარის” შემადგენლობაში გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა

01 მარ 2023

დონეცკის „შახტარის” შემადგენლობაში გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მცველმა უკრაინის ჩემპიონატში „მინაის“ წინააღმდეგ 29 წუთი ითამაშა.„შახტარი“ „მინაის“ ლვოვში დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. დონეცკელები უკრაინის პრემიერლიგის მომდევნო მატჩში ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ს დაუპირისპირდება. თამაში კვირას, 5 მარტს კვლავ ლვოვის არენაზე გაიმართება.