02 მარ 2023
საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას დღეიდან ხელს შეუწყობს მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმდა.
თანამშრომლების მიზანი ექთანთა უნარების, კვალიფიკაციის კიდევ უფრო განვითარება და საექთნო სექტორის გაძლიერებაა.
დოკუმენტის მიხედვით, დადგინდება პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტები, შეიქმნება მოკლევადიანი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამები.