„გირჩი“ ტრეფიკინგის შესახებ კანონში ცვლილებებს აანონსებს

02 მარ 2023

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ტრეფიკინგის შესახებ კანონში ცვლილებები დაანონსა.

''გირჩის'' ინიციატივით, დოკუმენტში ჩასწორება უნდა შეიტანონ, რომლის მიხედვით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები ჩაითვლებიან გამონაკლისად და მათზე არ გავრცელდება ტრეფიკინგის მუხლით დაცული უფლებები.