სამი ოპოზიციური პარტიის ბრიფინგი

02 მარ 2023

სამი ოპოზიციური პარტია - „გირჩი მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროკავშირისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე კამპანიას იწყებს.

როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, კამპანიის მიზანია გამოხატოს ქართველი ხალხის აზრი, რომ „საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრობას იმსახურებს და ვერცერთი ხელისუფლება ამ მისიის შესრულებას ვერ გადააფიქრებინებს“.