პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს

02 მარ 2023

საერთაშორისო ორგანიზაციები იწუნებენ, ოპოზიციის ნაწილი და მესამე სექტორი აპროტესტებს, თუმცა ამის მიუხედავად პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას მაინც იწყებს.

პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.