სანდრო მამუკელაშვილი "მილუოკი ბაქსში" აღარ ითამაშებს

02 მარ 2023

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი "მილუოკი ბაქსში" აღარ ითამაშებს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის განმარტებით, მხარეებმა კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი "ბაქსმა" დრაფტზე 2 წლის წინ აიყვანა. ის საშუალოდ 9.6 წუთში, 3.2 ქულას, 2.1 მოხსნასა და 0.6 გადაცემას აკეთებდა.

სანდროს ახალი კლუბი კი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.