სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს წარედგინა

02 მარ 2023

ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად  წარედგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.

ოპოზიციას კი სახალხო დამცველობის კანდიდატის დასახელებისთვის ერთ დღეზე ნაკლები რჩება. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს ერთ კვირიან ვადას სთხოვენ.

თუ დღეს ოპოზიცია სხვა კანდიდატს არ დაასახელებს, მაშინ  მომდევნო სასესიო კვირაში ლევან იოსელიანი ერთადერთი კანდიდატი იქნება ამ პოსტზე.