დაზიანებული ელექტრობოძები

05 თებ 2017

ბუკნარიდან  ხის  დენდროლოგიურ პარკში გადატანის დროს , ცენტრალურ მაგისტრალზე გარე განათების ბოძები დაზიანდა. კომპანია ,,ენერგო-პრო -ჯორჯიაში” ამბობენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზები არ დაზიანებულა და მოსახლეობას  დენის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შექმნია. კომპანია ,,"ზიმოს“ განმარტებით, კი  დაზიანდა  განათების 6 ბოძი, რომლებიც უკვე შეკეთდა და მაგისტრალზე გარე განათება სრულად აღდგენილია. დაზიანებული ბოძების გამო ზიმოს ჯარიმა არ დაკისრებია, რადგან შ.პ.ს "გარე განათების" წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანიამ პრობლემა თავისი ხარჯებით მოაგვარა.