პუტინის ომის 374-ე დღე

04 მარ 2023

ზაპოროჟიეში ოკუპანტის მიერ სახლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით  გასული დღე ღამის განმავლობაში მტრის 150-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.

ამ დრომდე მძიმე ვითარება რჩება ბახმუტში, სადაც მტერი არ წყვეტს ძალისხმევას ალყაში მოაქციოს ქალაქი.

ამასთან უკრაინის დამცველებმა მოწინააღდმეგის სუ-34 ტიპის გამანადგურებელი და რამდენიმე სახეობის ტიპის 8 დრონი ჩამოაგდეს.