უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიმართვა

05 მარ 2023

საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნის პარტნიორები მოუწოდებენ პარლამენტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი კანონად არ აქციოს. კანონპროექტს აპროტესტებენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტებიც.

მიმართვაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საზღვარგარეთ სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს დააშორებს განვითარებასა და ევროპულ ღირებულებებს და ასეულობით ქართველ ახალგაზრდას  დაუკარგავს იმის შესაძლებლობას, რომ განათლების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდეს და მისი ცოდნა ქვეყანას მოახმაროს.