ანკარა უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტზე მუშაობს

05 მარ 2023

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანკარა უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გასაგრძელებლად მუშაობს.

თავდაპირველად, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება გასული წლის ივლისში, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაგრძელდა, რომელიც ნოემბერში გახანგრძლივდა.

შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურება. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მან გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეთანხმების გაგრძელების მცდელობები განიხილა.