ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კალასის პარტია ლიდერობს

06 მარ 2023

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის რეფორმის პარტიამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმების  31,5%-ით პირველი ადგილი დაიკავა, შედეგი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ტალინი დარჩეს  კიევის მტკიცე მხარდამჭერ მთავრობად.

ბიულეტენების 98%-ის  დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ერკე“ 16,1% მეორე ადგილზეა. თუ 45 წლის კალასი მოახერხებს  კოალიციის შექმნას, ეს გააძლიერებს ბალტიისპირეთის ამ ქვეყნის პროევროპულ მიმართულებას.

ულტრამემარჯვენეთა ლიდერი  მარტინ ჰელმე არ ცნობს არჩევნების შედეგებს და სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს.