წაქცეული ხარაჩო და დაზიანებული ავტომობილები - ძლიერი ქარი ბათუმში

06 მარ 2023

ძლიერი ქარი იყო დილით ბათუმში, რის შედეგადაც კომახიძის ქუჩაძე სამშენებლო ხარაჩო წაიქცა, რამაც 3 ავტომობილი დააზიანა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ექსპერტები და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები. მიმდინარეობს გამოძიება.

სამშენებლო სამუშაოები ფიზიკური პირის დაკვეთით მიმდინარეობდა, მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ობიექტზე დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები.