მანანა კობახიძის მოსმენა

05 თებ 2017

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ფარული კენჭისყრა კომიტეტში დღეს გაიმართა. უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი, მიუღებელია ოპოზიციისთვის. დღევანდელ კენჭისყრაში, უმცირესობას, მონაწილეობა არ მიუღია.