ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვიან

07 მარ 2023

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ჯგუფში უნგრეთთან, შვეიცარიასთან და ლიეტუვასთან ერთად ასპარეზობს.

სატურნირო ცხრილში უნგრეთსა და შვეიცარიას ოთხ-ოთხი ქულა აქვთ, ხოლო ლიეტუვა და საქართველო მესამე-მეოთხე ადგილს იყოფენ ნული ქულით.

მომდევნო თამაშში საქართველო ლიეტუვას დაუპირისპირდება.  მატჩი ხვალ, 18:00 საათზე  სპორტის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.  

საკვალიფიკაციო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა, გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც იასპარეზებს.