ქალ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა

09 მარ 2023

ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ქალ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ბათუმელი მხატვრების ახალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები: პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და სიუჟეტური კომპოზიციები. 

12 მხატვრის ნამუშევრებს დამთვალიერებელი 17 მარტის ჩათვლით იხილავს.