ქალთა ვარცხნილობა ანტიკური ხანის არტეფაქტების მიხედვით - გამოფენა

09 მარ 2023

ქალთა ვარცხნილობისა და თავსამკაულის მოტივების არტეფაქტები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესასწაულებთან დაკავშირებით, საექსპოზიციო დარბაზში წარმოადგინეს მასალა ბერძნული ვაზათმხატვრობის, ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლებიდან.

ასევე გაიმართა ფოტო-გამოფენაც. ღონისძიება ბერძნულ-რომაული მუსიკის ფონზე ჩატარდა.