დიმიტრი პესკოვის განცხადება

09 მარ 2023

კრემლი უარყოფს კავშირს საქართველოში ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქართული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოსკოვით შთაგონებული არ არის. მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი ამერიკულ კანონს „ძალიან ჰგავდა“, მეორე კი - მეტ-ნაკლებად.