დიდაჭარაში მეწყერი გაიწმინდა - საავტომობილო მოძრაობა აღდგა

10 მარ 2023

დიდაჭარაში  შუახევჰესის კაშხალთან ჩამოწოლილი მეწყერი გაიწმინდა და რამდენიმე წუთის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა. მიწის მასა აქ გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ცენტრალური მაგისტრალი სრულად ჩაკეტა.

მოქალაქეები მეორე დღეა სოფლების მიმართულებით ფეხით გადაადგილდებოდნენ,  რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობს ალტერნატიული გზა და ეს არის ერთადერთი დამაკავშირებელი რამდენიმე თემსა და კურორტ გოდერძთან.